რა სხვაობაა Fusion 360

და Inventor-ს შორის?

BE AN EFFICIENT ENGINEER USING THE FULL FUNCTIONALITY OF AUTODESK INVENTOR AND FUSION 360!

ერთ ერთი ყველაზე ხშირი კითხვაა - "რა სხვაობაა Fusion 360 და Inventor-ს შორის?". ბევრი თვლის, რომ ეს ორი პროდუქტი იდენტურია, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. ნებისმიერი პროექტი იწყება ესკიზის შექმნით, თუმცა საკმაოდ ბევრი პროექტი არ სრულდება მზა პროტოტიპით, და კიდევ უფრო ნაკლები რაოდენობის პროექტი საბოლოოდ გადის მასიურ წარმოებაში.

იმისათვის, რომ ყველაფერი მიმდინარეობდეს დასახული გეგმის მიხედვით, აუცილებელია იდეის რეალიზაციის ყველა ეტაპზე, ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად შერჩეული იყოს შესაბამისი ინსტრუმენტი. Fusion 360 - საჭიროა ერთ ეტაპზე , ხოლო Inventor – სხვაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ არსებობს Autodesk Product Design & Manufacturing Collection, რომელშიც წარმოდგენილია არამარტო ეს ორი პროდუქტი არამეტ, ბევრი სხვა სასარგებლო ინსტრუმენტიც. Autodesk-ის აღნიშნულ გადაწყვეტილებასაც აქვს თავისი განმარტება.

გვეწვიეთ ვებინარზე და მიიღეთ პასუხი კითხვაზე "რა სხვაობაა Fusion 360 და Inventor-ს შორის?" და გაიგეთ მეტი სხვა თქვენთვის საინტერესო კითხვაზე, აღნიშნული თემატიკის გარშემო. მოამზადეთ კითხვები Q&A სესიისთვის , რომელიც გაიმართება ვებინარის დასრულებისთანავე.

თარიღი: 04.03.2021 16:00 -17:30

ვებინარის ენა - რუსული.

ძირითადი საკითხები:
- Fusion 360 შესაძლებლობები და აუდიტორია
- Inventor შესაძლებლობები და აუდიტორია
- რატომ არის ორივე პროდუქტი წარმოდგენილი შემდეგ კოლექციაში Product Design & Manufacturing Collection

დინამიკი:

_IMG_8913

დმიტრო მუხინი
- Autodesk PD&M (MUK Group) გადაწყვეტილებების ინჟინერი
- Autodesk (MUK Computers) ავტორიზებული ტრენერი
- Autodesk Expert Elite